Saturday, May 7, 2011

ჩემი სკოლა

1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სკოლა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: სკოლის ისტორიის შესახებ ინფორმაციის კვლევა, მოძიება.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები თვითონ არიან ჩართული სკოლის ისტორიის კვლევა– ძიებაში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაერთობიან კვლევა–ძიებაში და მოპოვებულ მასალებს წარადგენენ კლასის წინაშე, სადაც მოხდება შეჯერება და დასკვნის გამოტანა. ამით მოსწავლეები გაეცნობიან თავისი სკოლის ისტორიას.
5. მოსწავლეთა ასაკი: მეოთხე კლასი.
6. ვადები| ხანგრძლივობა: სამი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაესაუბრებიან სკოლაში მომუშავე პერსონალს, მოსახლეობას, ამ სკოლის კურსდამთავრებულებს, მათგან გაიგებენ საჭირო ინფორმაციას, მოიძიებენ შესაფერის მასალას |ფოტოების სახით|. მათ ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარი.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, თაბახის ფურცლები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი მოსწავლეებს გაყოფს ორ ჯგუფად და აძლევს დავალებას:
1)    1 ჯგუფი– მოსწავლეები უფროს ადამიანებთან შეხვედრით, გამოკითხვით მოიძიებენ ინფორმაციას სკოლის დაარსების შესახებ.
2 ჯგუფი–მოაგროვებს შესაფერის მასალას ( ფოტოების სახით) სკოლის შესახებ.
2)   მოხდება ჯგუფების მიერ მოპოვებული მასალების შეჯერება და დასკვნის გაკეთება
10. საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას პრაქტიკაში
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია თხლაშიძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiatxladze@gmail.com
13. პროექტის ვებ– გვერდი|ბლოგი: maiatxladze.blogspot.com